Sunday, November 4, 2018

მეცხრე დღე

წარმატებით  დასრულდა ინტელის ტრენინგი პროექტებით სწავლება. წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ჩვენი ნამუშევრის შესახებ.ამ ტრენინგით  კმაყოფილი  ვარ, რადგან შევიძინე ცოდნა სასწავლო პროექტის დაგეგმვის შესახებ, რომელსაც  გამოვიყენებ სასწავლო პროცსში. მადლობა ქალბატონ მანასას დახმარებისთვის და თბილი გარემოს შექმნისთვის.

Saturday, November 3, 2018

მერვე დღე

დღეს გავეცანით ეფექტური სწავლების სტრატეგიებს, ასევე რესურსებში ვნახეთ კითხვარები სამივე საფეხურისთვის  ვებ-გვერდზე, ასევე გავეცანით სტატიას ინტერნეტის გამოყენების უსაფრთხოებაზე.პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.

Saturday, October 27, 2018

მეშვიდე დღე

გავეცანით შეფასების რუბრიკას, ასევე გავეცანით დეფერენცირებისა და ტექნოლოგიების ფურცელს და  შევავსეთ კითხვარი .ვიმუშავეთ ინკლუზიური განათლების მოდულზე.შევქმენით ფასილიტაციის სლაიდი.

Sunday, October 21, 2018

გაიცანი სამშობლო -- მოინახულე ისტორიული და კულტურული ძეგლები

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით საავტორო უფლებების ანბანს,ასევე გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, გეგმის შაბლონში შევავსეთ წინარე ცოდნა.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნიმუში და შეფასების სამი რუბრიკა.განვიხილეთ შეფასების სტრსტეგიები.

Saturday, October 20, 2018

მეხუთე დღე


საავტორო უფლებებს გავეცანით,ასევე გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს,ვიმუშავეთ მოსწავლეთა დამხმარე ჟურნალის ტესტზე საავტორო უფლებების შესახებ.მოსწავლეღა დამხმარე ჟურნალი გადავიტანეთ დამხმარე საქაღალდეში.ასევე შევავსეთ წინარე ცოდნა გეგმაში.

Sunday, October 14, 2018

დღე მეოთხე

წავიკითხეთ დაფუძნებული სწავლების შეფასება,განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები,გავეცანით შეფასების რუბრიკებს,წავიკითხეთ გეგმა ჩემს კლასში.გავაკეთე გეგმის პრეზენტაცია.

Saturday, October 13, 2018

3 დღე

დღესაც საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი.ვისწავლეთ სტანდარტის განსაზღვრა სასწავლო პროექტისთვის.გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას,შევქმენით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ჩავწერე გეგმის შაბლონზე.

Sunday, October 7, 2018

2 დღე

დღეს გავეცანით პროექტზე დაფუძნებულ სწავლების შეფასებას,ასევე წავიკითხეთ რეფლექსია.ნაწილობრივ შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი,გადმოვწერეთ ბუკლეტი და გავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი პროექტისთვის.მეტად საინტერესოდ  წარიმართა ტრენინგის მეორე დღე.

Saturday, October 6, 2018

1 დღე

პროექტებით სწავლებას გავეცანით,ასევე გავხსენით პორტფოლიო და ჩავალაგეთ შიგ საქაღალდეები,ასევე გავეცანით 21 სასაუკუნის უნარ-ჩვევებს.ვნახეთ პროექტის ნიმუშები რომეო და ჯულიეტა,კონკია და ა.შ.ასევე გავეცანი პროექტის მიზნებს,რუბრიკებს